ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ხმაურია – დაკავებულია რამდენიმე პირი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაშლილი კარვები აიღეს, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ადგილიდან 10-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის წინ, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები