პრეზიდენტი: ევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს და არამხოლოდ განცხადებად

ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არამხოლოდ განცხადებად. მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Paris Match-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინული პრიორიტეტის მიღმა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველო და მოლდოვა არ უნდა დაივიწყონ.

“ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა – სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს. ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა რეგიონისთვის საბოლოო შემობრუნებაა. პრეზიდენტის თქმით, ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის შემდეგ უკრაინას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს.

„ვფიქრობ, უკრაინის დამოკიდებულება ძალიან ცხადია: მას არ შეუძლია, დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ. ეს გამარჯვებისათვის გაღებული ძალიან მაღალი ფასია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები