სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს (ვიდეო)

   შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, დაკავებულის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას არარეგისტრირებული, ქარხნული წესით დამზადებული, „ნაგანი“-ს სისტემის 2 რევოლვერი, ასევე ქარხნული წესით დამზადებული „ბერეტა“-ს სისტემის პისტოლეტი და 25 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ieh2yPci3-s” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები