სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 10 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.