ნათია მეზვრიშვილი: მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა
შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტიაა.
“დავდგეთ ყველა ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტია. ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი. დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს ჩვენს მიზანს – გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ, მოგიწოდებთ, გავაერთიანოთ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.