ელისო ბოლქვაძე ვატიკანში წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის გენერალურ მდივანს, არქიეპისკოპოს ჯორჯო დემეტრიო გალაროს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე  ვატიკანში წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის გენერალურ მდივანს, არქიეპისკოპოს ჯორჯო დემეტრიო გალაროს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ვატიკანის არქივებში საქართველოსთან დაკავშირებით არსებული მასალების შესწავლის თაობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „პროპაგანდა ფიდეს“ და „რუსიკუმის“ არქივებში დაცულ ხელნაწერებზე.

„გამოითქვა მოსაზრება, რომ კულტურის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვატიკანში დაცული უმნიშვნელოვანესი ქართული საარქივო დოკუმენტაციის მოძიების, შესწავლისა და კატალოგიზაციის საკითხებზე იმუშავებს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წმინდა საყდრის კონგრეგაციის არქივარიუსი ჯანპაოლო რიგოტი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები