ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა
ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, უკრაინის დასახმარებლად, დაახლოებით, 6,5 მილიარდი დოლარი შეგროვდა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
კონფერენცია, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობდნენ, მიზნად ისახავდა უკრაინის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.