კობა მურადაშვილმა და მაია ხმალაძემ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგს სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს
კობა მურადაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, გაშამ სულეიმანოვს, სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მერიის სახელით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დმანისელმა ხელოვანმა, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.
ხოლო, 2-5 მაისს, გაშამ სულეიმანოვის ნამუშევრების გამოფენა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მერიაში მოეწყო და დმანისელებს საშუალება მიეცათ მის ნამუშევრებს გაცნობოდნენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.