ერევანში აქციის მონაწილე გარდაიცვალა

ერევანში აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარავში იმყოფებოდა – გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარავში მყოფი მამაკაცი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ადგილზე მიყვანის დროს “გული ჰქონდა გაჩერებული”.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შუშან დანიელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ექიმებმა ყველა საჭირო რეანიმაციული პროცედურა ჩაატარეს, თუმცა, სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები