იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხნაშვილის: საქართველო ნამდვილად იმსახურებს იტალიის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესში

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო პერანტონის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას.

„ჩემმა იტალიელმა კოლეგამ ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას და რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი ნამდვილად არის იმ დიდ ევროპულ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ბატონ პერანტონის მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მტკიცე თანადგომისათვის და მოვუწოდეთ კვლავ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – დავით მათიკაშვილი და იტალიაში საქართველოს ელჩი – კონსტანტინე სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები