პრეზიდენტი: უკრაინელები პარტნიორებისგან ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ – სიფრთხილე გვმართებს, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს

ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის უკრაინის მიმართ ჩვენი სოლიდარობის დონეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული გამოცემა Deutsche Welle-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები პარტნიორი ქვეყნებისგან, მათ შორის, საქართველოსგან ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ.

„უკრაინელები პარტნიორებისგან, და არამარტო საქართველოსგან, ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ… მათ სურთ, საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე.

გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე საუბრობს. ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არ გვაქვს და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის დონეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები