იუსტიციის მინისტრი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მინდა გამოვხატო სამძიმარი ამ ენით აღუწერილი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო ოჯახს. ბუნებრივია, ეს ისეთი მძიმე ამბავია, რომ რაიმე სახის საუბარიც კი რთულია. მინდა, რომ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახმა მიიღოს ჩემი სამძიმარი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, ტელეწამყვანის და თეატრმცოდნეს, ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა.