ალუდა ღუდუშაური – პარტიაში გაცხელებული თავები უნდა გაიგრილონ და სააკაშვილს უთხრან, რომ დაბრუნდეს რეალობაში

არიან პირები და პარტია, რომელიც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ შენ თუ არა ჩვენ ხელისუფლებაში არამც თუ ვერ მოვალთ, არამედ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში საერთოდ გავქრებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვერავინ იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რაიმე უფლება არის დარღვეული.

„ექიმები განცხადებებს აკეთებენ, რომ თურმე მალდივების კუნძულებზე უნდა იქნეს გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება მას გარემოსთან შემგუებლობა. თურმე გარემოსთან შემგუებლობა ყოფილა პრობლემა, რომელიც დეპრესიისკენ უბიძგებს ადამიანს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი ადამიანი მანახეთ, ვინც ამ მწარე პოლიტიკურ რეალობაში თავის თავს ხედავს და ვინც იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რაიმე უფლება არის დარღვეული. სააკაშვილს ვინმე რაიმე საკვების მიღებაზე ეუბნება უარს?

არიან პირები და პარტია, რომელიც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ შენ თუ არა ჩვენ ხელისუფლებაში არამც თუ ვერ მოვალთ, არამედ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში საერთოდ გავქრებით, ამიტომ თუ ვინ უნდა უთხრას, რომ მიიღოს საკვები და დაბრუნდეს იმ რეალობაში, ქათმის ხორცი უნდა თუ შავი შოკოლადი, ეს პარტიაში უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს. გაცხელებული თავები როგორმე უნდა გაიგრილონ და უთხრან, რომ დაბრუნდი რეალობაში და ის კი არ უნდა უთხრან, რომ დღეს ამ ფორმით, სუიციდისკენ მიმართული ნაბიჯები და დეპრესიისკენ მიმავალი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები