გია ვოლსკი – უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“ და ეს „გარდაუვალი აუცილებლობაა!“
„უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“ და ეს „გარდაუვალი აუცილებლობაა!“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე.
„კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება. უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდაუვალი აუცილებლობაა!”შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით “მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა”. ეს ხომ მისი სიტყვებია!
განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა!“, – წერს გია ვოლსკი Facebook-ზე.