გოგი მეშველიანი გერმანიის სასწავლო-გაცნობით ვიზიტში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, მონაწილეობას იღებს გერმანიის სასწავლო-გაცნობით ვიზიტში.

„ვიზიტის ფარგლებში საშუალება გვაქვს გავეცნოთ გერმანიაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობას და მოვინახულოთ მათ მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტები“, – განაცხადა  გოგი მეშველიანმა.

ვიზიტი მიმდინარე წლის 1 მაისს დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები