აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს.
მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. ჯამში, ტრენინგების შედეგად სასტუმროების 50 თანამშრომელი გადამზადდება.
წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განრიგი განთავსებულია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე www.serviceajara.ge. მათში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს დარგისტრირება ონლაინ შეუძლიათ.