პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები