ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 მაისი ქუჩაზე, გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები ასფალტო-ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხები, ბორდიურები და გადასასვლელი ხიდბოგირები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება და სრული ღირებულება 1 175 783 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

პარალელურად, დაწყებულია წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები