ევროკავშირმა რუსეთის პატრიარქს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების იყოს დაწესებული.

ამის შესახებ Agence France-Presse დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

„დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს სანქციების დაწესებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, პატრიარქ კირილის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ევროკომისიის წინადადება სანქციათა მეექვსე პაკეტის ფარგლებში გაკეთდა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გვიან ღამით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციათა მეექვსე პაკეტის პროექტი გაუგზავნა, რომლის მთავარი დანიშნულებაა რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესება. შეთავაზებულია, რომ ქვეყნებმა რუსეთის ნავთობრესურსებზე უარი 6-დან 8 თვემდე ვადაში უნდა თქვან.

გამონაკლისია უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთათვის ვადა შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები