„მწვანე ლაშქრობა აბიტურიენტებისთვის“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა
„მწვანე ლაშქრობა აბიტურიენტებისთვის“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჯერად სოფელ აფენის N1 და ბაისუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დალაშქრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „არწივის ხეობა“, „ხორნაბუჯის ციხე“ და ელიას მთა, მოილოცეს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარი.
„პროექტს, არქეოლოგი, ისტორიკოსი და მუზეუმის განყოფილების უფროსი, დავით ყვავაძე უძღვებოდა. ახალგაზრდებმა მოისმინეს ძეგლების შესახებ ისტორიული ფაქტები. გაუზიარეს ერთმანეთს სამომავლო გეგმები, იმხიარულეს და შეიძინეს ახალი მეგობრები.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდების შემეცნებით გასართობ ტურში ჩართვა, ერთი დღის საინტერესოდ და მეგობრულ გარემოში გატარება არის.
პროექტის მხარდამჭერია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.