ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

„დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები