ჰქონდა თუ არა ერეკლე კოდუას მერაბიშვილთან უთანხმოება? -კოდუა განმარტებას აკეთებს
ვანო მერაბიშვილთან პიროვნული დაპირისპირება არ მქონია, მაგრამ ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა გამაჩნდა, – ამის შესახებ შსს-ს სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“მე ამ პიროვნებასთან დაპირისპირებული არ ვიყავი. კონკრეტულ თემებზე ვერ შედგა ჩვენი მუშაობა, ვაპირებდი წასვლას, სხვაგან ვიმუშავებდი, არ იყო ეს პრობლემა. მასთან არავითარი პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ მე ჩემი ხედვა მქონდა კონკრეტულ საკითხებზე”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ერეკლე კოდუამ.