“რუსეთი არავის დასხმია თავს, ის მხოლოდ საკუთარ საზღვრებს იცავდა” – რუსეთის პატრიარქი
“რუსეთი არავის დასხმია თავს და არც არავისთან სურს ომი”, – განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.
“ჩვენ არავისთან არ გვსურს ომი, რუსეთი არასდროს დასხმია ვინმეს თავს. საოცარია, როდესაც დიდი და ძლიერი ქვეყანა არასდროს დასხმია ვინმეს, ის მხოლოდ საკუთარ საზღვრებს იცავდა”, – თქვა რუსეთის პატრიარქმა.
აღდგომიდან მეცხრე დღეს, ეკლესიებში მიცვალებულთა ხსენების დღეს პატრიარქმა დასძინა, რომ ეკლესია მთავარანგელოზის ტაძარში დაკრძალულ წმინდანებს სთხოვს ილოცონ, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრები“ დარჩეს შეუვალი და რუსებს ჰქონდეთ საკმარისი „სიბრძნე, ძალა და პატივი, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვან სამშობლოს წმინდა საზღვრები”.