„არჩევნებში დამარცხებული ძალები ტალღის აგორებას ცდილობენ” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი სომხეთში შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასა და კრიზისს ვერ ხედავს.

როგორც მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას თქვა, „არჩევნებში დამარცხებული ძალები ცდილობენ ტალღის აგორებას იმავე აქტორებით, იმავე განცხადებებით და იმავე აგრესიით. ისინი საკუთარ თავს შთააგონებენ, რომ ყველაფერი კარგად გამოსდით. ცხადია, ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევანი უკვე გააკეთეს“.

შენიშვნაზე, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების დარბევასა და დაკავებებზე, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ”კონკრეტული შემთხვევის განზოგადება და მისი მრავლობით რიცხვში წარდგენა არასწორია”.

ალენ სიმონიანი პოლიციელების ქმედებებს აფასებს, როგორც პროპორციულს და მათ მადლობას უხდის სხვა ადამიანების უფლებების დაცვისთვის და არ აძლევენ ნებას, რომ „წვრილმანმა მოვლენებმა“ სხვა მოქალაქეებს შეუშალოს ხელი.

მისი თქმით, ოპოზიციის აქციის პირველივე დღეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარზე სროლა დაფიქსირდა.

„დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ჩვენი ოპოზიციის ქმედებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა ან ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტებს, ან საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს. არ მგონია, ეს დამთხვევა იყოს“, – განაცხადა მან.

ალენ სიმონიანის თქმით, ოპოზიციის აქციები დღითი დღე მცირდება.

სომხეთში ოპოზიცია საფრანგეთის მოედანზე 19:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები