UEFA-მ რუსული საფეხბურთო კლუბები ჩემპიონატებზე აკრძალა

რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებში, – ამის შესახებ ინფორმაციას უეფა-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ტურნირების სიაში მოხვდა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენციის ლიგა, ქალებს შორის ჩემპიონთა ლიგა და იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა.

გარდა ამისა, უეფა-მ უარყო რუსეთის განაცხადი ევროპის 2028 და 2032 ჩემპიონატების მასპინძლობაზე. ევრო 2028-ის ორგანიზებაზე პრეტენზიას აცხადებენ დიდი ბრიტანეთი/ირლანდია და თურქეთი. ევრო 2032-ზე უეფაში თურქეთისა და იტალიის ერთობლივი განაცხადია შესული. და კიდევ, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ევრო 2023-ში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები