“ანტალიაში ახალი რუსული კომპანიების “ნამდვილი ბუმია” – ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი
ანტალიაში რუსული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, – განაცხადა ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIA) ხელმძღვანელმა, დავუთ ჩეთინმა.
„აპრილში კომპანიების შექმნის ნამდვილი „რუსული ბუმი“ გვაქვს. ამ მაჩვენებლით რუსეთმა მნიშვნელოვნად აჯობა სხვა ქვეყნებს. ანტალიაში, წლის დასაწყისიდან რუსული ბიზნესი 58 კომპანიით გაიზარდა“, – თქვა ჩეთინმა.
მისი თქმით, შედარებისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილში ანტალიაში 19 რუსული კომპანია შეიქმნა.
„სახეზეა სამჯერ მატება, ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია, აპრილში ნამდვილი აფეთქება იყო”, – დასძინა მან.