“რუსეთის სირცხვილის დღე” – 9 მაისთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო

უკრაინელების მსოფლიო კონგრესმა სოციალური ქსელებში კამპანია დაიწყო, რომელიც მოითხოვს, 9 მაისი რუსეთის სირცხვილის დღედ გამოცხადდეს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ მთელს მსოფლიოში უკრაინის მხარდამჭერებს, სოციალურ ქსელებში გაავრცელონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ფოტოები.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლე შესწირა თავისუფალ სამყაროს. დღეს ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული ფაშიზმისა და ნაციზმის ყველა გამოვლინება და წინ აღვუდგეთ პუტინის მცდელობებს, მიითვისოს ისტორიული მოვლენები, რადგან ერთადერთი, რასთანაც უნდა იყოს ასოცირებული დღევანდელი რუსეთი – არის სირცხვილი. გამარჯვების დღე ისტორიულად აღინიშნება, როგორც ნაციზმზე გამარჯვების დღედ, მაგრამ ახლა ისინი, ვინც გამარჯვებულთა შორის იყვნენ, თავად არიან მისი მეგზური. უკრაინაში მალე რუსულ ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ ახლა მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, აჩვენონ, რომ აღსანიშნავი არაფერია და რუსი ნაცისტები მხოლოდ სირცხვილია“, – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა, პავლო გროდმა.

უკრაინელების მსოფლიო კონგრესი მოუწოდებს სოციალური მედიის მომხმარებლებს, მხარი დაუჭირონ კამპანიას და გაავრცელონ ინფორმაცია რუსეთის სირცხვილის დღესთან დაკავშირებით და გაავრცელონ მარტივი გზავნილით: NO VICTORY. ჰეშთეგით #RussianShameDay.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები