თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება – GWP მოსახლეობას აფრთხილებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მთაწმინდის, ვაკისა და ისნის რაიონებში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, თერგის ქ. N11-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:45-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თერგის, ლარსის, გალის, უმიკაშვილის, კეკელიძის N30-54 (ლუწებს).
„ვაკის რაიონში, 603 რეზერვუარს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება წყალმომარაგების აღდგენის დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ. წყალმომარაგება შეუწყდება: ნუცუბიძის მე-2 მ/რ მთლიანად, მე-4 მ/რ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 10ბ, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 33, 34, 35, 36 (ყველა) კორპუსებს, ფერმწერთა ქ, ვარაზის ქ, ბანძელაძის და ქვემო აჭარის ქუჩებს, ბესო ჟღენტის, შავგულიძის ქ. N7 და 7ა კორპუსებს, მინდელის N3-5, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის 1,2,3,4 სადარბაზოს, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის ქუჩებს, ნუცუბიის 1 მ/რაიონს, ნუცუბიძის N 211-ის კორპუსებს N221-223, მხატვართა, კაპანელის, ძოწის და ვარაზის ქუჩებს, ნუცუბიძის მე-5 მ/რაიონს, სოფ. თხინვალას, აგარაკებს, რაგბის სტადიონს გათიშვის არეალს დაემატა: ხომლის, ჭილაიას, დანელიას, უჩა ჯაფარიძის და ლეო კვაჭაძის ქუჩებს, ონკოლოგიურის კლინიკას. ინტენსიფიკაციის მიმდებარე ტერიტორიას;
ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის N61-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07:45-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ციხისძირის ქუჩას თავისი შესახვევებით;
ისნის რაიონში, სევანის ქუჩის N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07:20-დან 13:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სევანის ქუჩას;
ისნის რაიონში, ნავთლუღის 1 დას. მე-7 შეს. N22-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 04:45-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ელისაბედ ორბელიანის(მათიაშვილის) ქუჩას.