კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებს პროექტ „Happy Onlife”-ის დახმარებით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ასწავლა

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის III კლასის 25 მოსწავლეს “Happy Onlife”-ის აპლიკაცია გააცნო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგის ფარგლებში, აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.

“Happy Onlife” – ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” ადაპტირებულია 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ქართული ვერსია შექმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები