ერევანში დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა – დილიდან უკვე 70 აქტივისტია დაკავებული

ერევანში დილიდან დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა და უკვე 70 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ მედიას ერევნის პოლიციაში განუცხადეს.

გუშინდელის მსგავსად, დღესაც აქციის მონაწილეები ქუჩებს და მაგისტრალებს ბლოკავენ. დღევანდელ აქციაში ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟი – ლევონ ქოჩარიანიც მონაწილეობს.
ცნობისთვის, 2 მაისის მონაცემებით, 270-ზე მეტი ადამიანი  დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები