კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი”, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი. გურამ ოდიშარიას რომანს „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზე თარგმნის დაურ ნაჭყებია; დაურ ნაჭყებიას რომანს „ღამის ნაპირი“, აფხაზურიდან თარგმნის გურამ ოდიშარია. ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცემა.
2. „თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; მთარგმნელები – ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი.
3. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აფხაზურ ენაზე თარგმნის რიმა კინწურაშვილი, პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.
ცნობისათვის: კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მომართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები