“რუსეთი 9 მაისს მობილიზაციის გამოსაცხადებლად ემზადება” – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციისთვის მზადებაა.

ამის შესახებ მან NV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთი 9 მაისს მობილიზაციის გამოცხადებას, ბუდანოვმა თქვა, “დიახ, ისინი ემზადებიან. ფედერალურმა რეზერვმა დაიწყო იმის შემოწმება, თუ რა აქვთ რეალურად მარაგში და გამოთვალეს, თუ რისი გაცემა შეუძლიათ სამობილიზაციო ბრძანებებით. ეს აბსოლუტურად აუცილებელი ნაბიჯია, რეალური მობილიზაციის დაწყებამდე”.

ბუდანოვმა დაადასტურა, რომ რუსეთს 9 მაისამდე სურს აღმოსავლეთ უკრაინაში გამარჯვება.

“ეს მათი მიზანია, მაგრამ ეს არ მოხდება, დრო არ რჩებათ. დრო არანაირად არ აქვთ”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები