ზელენსკი: რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის ყველა ოპერაციის დაბლოკვა მოგვიწევს, ამის გარეშე მოსკოვი ვერასოდეს გაიგებს, რომ საერთაშორისო სამართალსა და მშვიდობას პატივი უნდა სცეს
რუსეთთან ყველა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების დაბლოკვა მოგვიწევს, რადგან ამის გარეშე მოსკოვი ვერასოდეს გაიგებს, რომ საერთაშორისო სამართალსა და მშვიდობას ევროპაში პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა მომზადება სანქციების შემდეგი ნაბიჯებისთვის.
„უახლოეს მომავალში ევროკავშირისგან სანქციების ახალ პაკეტს ველოდებით. ეს პაკეტი უნდა მოიცავდეს მკაფიო ნაბიჯებს რუსეთის ენერგორესურსებიდან შემოსავლების დასაბლოკად, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გადარიცხოს მილიარდი ევრო ყოველ დღე წიაღისეულის საწვავზე. ასევე, საჭიროა მომზადება სანქციების შემდეგი ნაბიჯებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის ყველა ოპერაციის დაბლოკვა მოგვიწევს, რადგან ამის გარეშე მოსკოვი ვერასოდეს გაიგებს, რომ საერთაშორისო სამართალსა და მშვიდობას ევროპაში პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.