ანტონ გერაშენკო: მოლდოვა უნდა იყოს მზად, ის შეიძლება ისეთივე მსხვერპლი გახდეს როგორც უკრაინა
მოლდოვა უნდა იყოს მზად, ვინაიდან ის შეიძლება ისეთივე მსხვერპლი გახდეს, როგორც უკრაინა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვას რუსეთის დამარცხება სურს, რისთვისაც უკრაინას მორალურად ეხმარება.
„რუსეთს სურს სახმელეთო დერეფანი დნესტრისპირეთიდან ყირიმის მიმართულებით გაიყვანოს. გზად სურს ოდესის აღებაც. მოლდოვა უნდა იყოს მზად, ვინაიდან ის შეიძლება ისეთივე მსხვერპლი გახდეს, როგორც უკრაინა. მოლდოვას სურს, რომ ჩვენ რუსეთი დავამარცხოთ და მორალურად გვეხმარება“, – განაცხადა გერაშენკომ.