მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხვალ დილიდან განახლდება

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხვალ დილიდან არის დაგეგმილი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბჭოს ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია 7:00 საათზე დაიწყება.

„ოფიციალურად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გაეროს და წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ხვალისთვისაა შეთანხმებული. დასაწყისი 7:00 საათზე“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შაბათ-კვირას დაიწყო. ევაკუაცია გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები