ოდესაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
„მტერმა ოდესის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები, ასე არ დავტოვებთ. ყოველ ჯერზე ეს ნაძირლები ჩვეულებრივი ტერორისტებივით იქცევიან და ტერორისტებს მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნებით – ჩვენ მათ გავანადგურებთ, სანამ უკრაინის მიწაზე არც ერთი ცოცხალი ოკუპანტი არ დარჩება!“, – განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ.
სარაკეტო თავდასხმის დეტალები ამ დრომდე ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა. დაშავებულია 18 წლის გოგონა.