დმიტრო კულება: ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას, თუმცა ომის დასაწყისში მათგან მეტ მხარდაჭერას ველოდით

უკრაინა გააგრძელებს თანამშრომლობას მოლდოვასთან და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას არაღიარებულ დნესტრისპირეთში ესკალაციის ფონზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიევში დანიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მოლდოვასთან და მხარი დავუჭიროთ ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმის მიუხედავად, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ჩვენ მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით. მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, უკრაინას არ სჭირდება ეს ფრონტი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც ევროპას სჭირდება. ამიტომ, ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, – განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აფეთქებების სერია დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს დაუკავშირა, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები