მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს
იმედი გვაქვს, პატრიარქი გამონახავს დროს, შევხვდებით, დაველაპარაკებით და იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგება გვერდზე, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია აქვს.
„დაველოდოთ 6 საათს, მაინც იმედი მაქვს გონიერების და გვერდზე დგომის იმ საკითხში, რომ ადამიანს მივცეთ სიცოცხლის უფლება. რას ვითხოვთ ოჯახი? რომ გადარჩეს მიშა სააკაშვილი, ეს არის ყველა ადამიანის უფლება, რომ იცოცხლოს. იმედი მაქვს, ხელისუფლება შემოვა მდგომარეობაში და გადავიყვანთ სამკურნალოდ, რაც ესაჭიროება ძალიან.
გვაქვს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან. იმედი გვაქვს, პატრიარქი გამონახავს დროს, შევხვდებით, დაველაპარაკებით და იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგება გვერდზე, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება “, – აცხადებს გიორგი სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, მისმა ოჯახმა, ხელისუფლებას ვადა ორშაბათამდე, 2 მაისამდე, 18:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პერმანენტული აქციების მოწყობას აპირებენ.