სალომე ზურაბიშვილი: გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყველა მუსლიმს რამადან ბაირამს ულოცავს.

“გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს – საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს!

სულიერი განწმენდის, ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომისა და მიტევების ეს დიდი ისლამური დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები