შავღელეში რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.

რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა. ადგილობრივებს დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცეს.

რამადან ბაირამი, (იგივე: ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები