გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ123 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.