სააკაშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი 20:00 საათზე დაიწყება

მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი 19:00-ის ნაცვლად 20:00 საათზე დაიწყება. საქალაქო სასამართლოში პროცესის ერთი საათით გადადების მიზეზი ექსპრეზიდენტის ადვოკატის ქალაქში არყოფნამ გამოიწვია. ოთარ კახიძე პროცესზე დასასწრებად ბათუმიდან მოდის.
ყოფილი პრეზიდენტისთვის და მასთან ერთად ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები