უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად “გრუზინი”.

რუსმა ოკუპანტებმა ის ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ბატალიონის ცნობით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები