„ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი ჩხუბის გამო ჩაიშალა

ქუთაისში „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი ჩხუბის გამო ჩაიშალა.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გულშემატკივრები თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ.

ტრიბუნებიდან მაყურებელმა ფეხბურთელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც შემდეგ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. სტადიონის ტერიტორიაზე რამდენიმე გულშემატკივარიც შეიჭრა.

აღნიშნული ინციდენტი საფეხბურთო მატჩის დამატებით დროში მოხდა. მატჩის 93-ე წუთამდე თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 ამარცხებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები