უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მაღალი რისკი არსებობს.
როგორც მან პოლონურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი „ზედმეტად ნელია“.
„რისკები იმისა, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, ძალიან დიდია. ზუსტად იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში საბოლოოდ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.
„დელეგაციის წარმომადგენლების ვიდეოფორმატში ყოფნა და დიალოგი რაღაც დონეზეა, საუბრობენ, რაღაც საკითხებს ეხებიან, მაგრამ თუ მე მაინტერესებს ჩვენი მხარის, ჩვენი დელეგაციის აზრი, გვაინტერესებს, რა მოამზადეს ჩვენმა დიპლომატებმა და ჩვენმა მომლაპარაკებლებმა, მაშინ არ ვისურვებდი, რომ ერთი მსახიობის ეს პოლიტიკური თეატრი გვეთამაშა. იქ რაღაცაზე საუბრობენ, მაგრამ ვიცით, რომ საბოლოოდ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.