კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ 9 მაისის აღლუმს უცხოელი ლიდერები არ დაესწრებიან

მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმზე, სხვა ქვეყნის ლიდერები არ ჩამოვლენ, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტი ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გეგმებშიც კი არ შედის.

ამავდროულად, პესკოვი ირწმუნება, რომ კრემლმა 9 მაისის აღლუმზე სხვა ქვეყნის ლიდერები თავად არ მოიწვია.

„საქმე იმაშია, რომ ეს არ არის საიუბილეო თარიღი. ეს ჩვენი დღესასწაულია, ეს არის წმინდა დღესასწაული მთელი რუსეთისთვის, ყველა რუსისთვის. ჩვენ არ მოვიწვიეთ უცხოელი ლიდერები“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები