მარიუპოლის მერი – რუსებმა 2 თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი

რუსებმა 2 თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, ეს არის საზარელი, სასტიკი დანაშაული, რომელსაც აქვს ერთადერთი, ძალზედ მკაფიო განსაზღვრება – უკრაინელი ხალხის გენოციდი, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა არმიამ მარიუპოლის 90% გაანადგურა, ინფრასტრუქტურის 40% კი აღდგენას არ ექვემდებარება.

„რუსებმა 2 თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, ეს არის საზარელი, სასტიკი დანაშაული, რომელსაც აქვს ერთადერთი, ძალზედ მკაფიო განსაზღვრება – უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამ არმიამ, რომელიც უკრაინაში შემოიჭრა, ქალაქის 90% გაანადგურა, ინფრასტრუქტურის 40%, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას, – ეს არის ე.წ. განმათავისუფლებელი არმია. ვისგან ათავისუფლებს უკრაინას? – უკრაინელებისაგან. სპობს მათ“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები