ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში „პასკის ფესტივალი 2022“ გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში „პასკის ფესტივალი 2022“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სააღდგომო სამზარეულო. ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები.
„ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, გიორგეთის სკოლა და ადგილობრივი მაცხოვრებლები. ასევე მეწარმეები, მხატვრები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის დასასრულს გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
გაიმართა კონკურსი, ყველაზე ორიგინალური დიზაინის პასკა, სადაც გიორგეთის საჯარო სკოლა გახდა გამარჯვებული. ხოლო ყველაზე გემრიელი პასკის ავტორი გახდა ლელიანის N2 საბავშვო ბაღი.
ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და გიორგეთის ადმინისტრაციული ერთეულის თანაორგანიზებით გაიმართა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
#პასკისფესტივალი2022