ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.
Associated Press-ი “თალიბანზე” დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.