პარლამენტი საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას აგრძელებს.

დღეს, საბჭოს სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ხელმძღვანელობს, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის შემუშავებაზე იმსჯელა.

აღინიშნა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა, გასულ წელს, დახვეწა მის მიერ მომზადებული „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის” დოკუმენტი და ამ ეტაპზე აუცილებელია დაიგეგმოს აქტივობები, რომლის მიზანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობა.

სამოქმედო გეგმით ნაკისრი აღნიშნული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, ასევე, დამზადდება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ ვიდეორგოლი, რომელიც დოკუმენტთან ერთად განთავსებული იქნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები